Tuesday, April 29, 2014

ტრენინგის მეექვსე დღე

მეექვსე   დღე:,
   ტრენინგი ძალზე მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო,   მოვახდინეთ შეფასების სტრატეგიების  განხილვა  და შევადგინეთ  მოსწავლეთა შეფასების ფორმები  რომელიც მიმართულია  21 -ე  საუკუნის  უნარ - ჩვევების განვითარებაზე, მოსწავლეთა წახალისებასა და გააქტიურებაზე, სოციუმთან ადაპტაციისათვის

Monday, April 28, 2014

ტრენინგის მეხუთე დღე

ტრენინგის  მეხუთე დღე:
დღეს შევქმენით მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო  გარემო , სტანდარტით  განსაზღვრული  შედეგების  უკეთ მიღწევისათვის.  კვლევისათვის  გამოვიყენეთ  ინტერნეტი  . მოვახდინეთ  მოსწავლის სავარაუდო  ნაშრომის  შეფასება.

Thursday, April 24, 2014

მეორე მოდულის რეფლექსია

დღევანდელი ტრენინგი საინტერესო და ნაყოფიერი იყო,ვისწავლეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების დასმა,ჩამოვაყალიბეთ ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვები ,რომელიც მნიშვნელოვანია მაღ/ალი სააზროვნო უნარების განვითარებისათვის.ჩემს მიერ დასმულ კითხვებზე მივიღე ამომწურავი პასუხი.

Wednesday, April 23, 2014

მესამე ტრენინგ დღის რეფლექსია

დღეს   მნიშვნელოვანი  დღეა  პროექტებით  სწავლებაში  .  ჩამოვაყალიბეთ  თემის  შინაარსი  და ესეგეს  შესაბამისი  სტანდარტები,  რომლის  საფუძველზედაც   განვსაზღვრეთ  მიზნები  და  შედეგები. ვფიქრობ  მოსწავლეებისათვის  საინტერესო  და მნიშვნელოვანი  იქნება, რაც  დაეხმარება მათ  ურთიეთობა  დაამყარონ  სკოლის  გარეთ  პირებთან  , ჩაერთონ  აქტიურ  ცხოვრებაში  ,  განივითარონ 21- ე  საუკუნის  უნარ - ჩვევები,  ჩამოყალიბდნენ  დამოუკიდებლად  მოაზროვნე  ადამიანებად.

პირველი მოდულის რეფლექსია

პროექტებით  სწავლება  მნიშვნელოვანია  ჩვენი  და ჩვენი  მოსწავლეების  განვითარებისათვის.  ეს პროექტი  ბევრ  სიახლეს  გვთავაზობს  , რომელშიდაც  მოსწავლეს  აქტიური  როლი  ენიჭება   სწავლა  სწავლების პროცესში:  ახდენენ  ინფორმაციის მოძიებას  , კვლევა- ძიებას, თანამშრომლობისა და კომუნიკაციის  უნარების  პროვოცირებას.  საინტერესოა  როგორი იქნება  დაინტერესება  მოსწავლეების და მშობლების მხრიდან. ველი  უკუკავშირს.